Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში

Category: Trafficking 
2017-11-17

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი ("cybersex trafficking") ანუ  სექსუალური მიზნებისთვის ბავშვთა ექსპლუატაცია ონლაინ - ტრეფიკინგის ახალი ფორმაა. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში. ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია International Justice Mission-მა განაცხადა.

 

ექსპლუატაციის ეს ფორმა განსაკუთრებით ფილიპინებზეა გავრცელებული. პოლიცია ამგვარი დანაშაულის შესახებ ათასობით შეტყობინებას ღებულობს ყოველთვიურად. შარშან  ქვეყანაში 100-ზე მეტი მსხვერპლი-ბავშვი იყო განთავისუფლებული.

 

ასეთი „სერვისით“ ძირითადად პედოფილები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და აშშ-დან სარგებლობენ.

 

ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, კიბერსექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლები 12 წლამდე ასაკის ბავშვები ჰდებიან, ხოლო ყველაზე პატარა მხოლოდ ორი თვის იყო.

 

გასულ კვირას, სამაშველო ოპერაციის დროს, ფილიპინების სამართალდამცავებმა სექსუალური მონობიდან 2-დან 9 წლამდე ცხრა ბავშვი გაანთავისუფლეს. ოპერაცია კანადის პოლიციიდან მიღებული სიგნალის შემდეგ ჩატარდა. როგორც აღმოჩნდა, კანადის მოქალაქე გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პირდაპირ ეთერში სექსუალური ძალადობის სცენების ნახვაზე შეუთანხმდა ფილიპინელ მოქალაქეს  და ამაში ბავშვებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

 

ორგანიზაცია „მართლმსაჯულების საერთაშორისო მისია“ (IJM) იცავს ღარიბი მოსახლეობის უფლებებს და აქტიურად არის ჩართული ძალადობის პრევენციაში. ორგანიზაცია ასევე მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.

 

 

 

ფილიპინები - ქალთა სექსუალური ექსპლუატაციის ერთ-ერთი ცენტრია მსოფლიში.
ადგილობრივი პოლიციის მანაცემებით ამ დანაშაულებრივ ქსელში ათასობით ქალი-მსხვერპლია ჩართული. ფილიპინებზე კიბერსექსუალური ტრეფიკინფი 25 000 აშშ დოლარამდე ჯარიმით ან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker