Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სახალხო დამცველს არ უთქვამს, რომ ზვიად დედვდარიანი მოძალადეა

Category: Gender based violence 
2018-04-03

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკუთარი პატივისა და ღირსების დასაცავად სამართლებრივ დავას იწყებს.

 

როგორც დევდარიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, ისინი აპირებენ უჩივლონ კონკრეტულ პირებს და არა მედიას, ან რომელიმე კონკრეტულ გაერთიანებას.

 

„ჩვენ ამ კონკრეტული საქმით გვსურს, ერთხელ და სამუდამოდ გაივლოს ხაზი შანტაჟს,  მუქარასა და დანაშაულებრივ ქმედებას შორის. სად გადის ეს ზღვარი.
ვაპირებთ, საქალაქო სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი დევდარიანის და მისი ოჯახის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მოთხოვნით.  ჩვენ არ ვუპირისპირდებით მედიას, არ ვუპირისპირდებით კონკრეტულ გაერთიანებას და კონკრეტულ პირებს.
მივმართავთ სამართალდამცავებს, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინც შელახა დევდარიანის კონკრეტული სამართლებრივი უფლებები, რომელიც არის გაწერილი სსს კოდექსით. კონკრეტულად, ესა არის პირადი მიმოწერის საიდუმლოებების დარღვევა” .

 

მისივე თქმით, დევდარიანის საქმე უნდა გახდეს პრეცედენტი, რომ მომავალში ყველა კონკრეტულმა პირმა იცოდეს, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებების „ხელაღების შელახვა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, პირადი მიმოწერის გასაჯაროება და ოჯახის ღირსების შელახვა სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩება.” 

 

"რა ამოძრავებთ ქალებს, რომლებმაც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ განცხადებები გაავრცელეს, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

 

"სახალხო დამცველ შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი ტიპის განცხადება, მაგრამ სახალხო დამცველს არ უთქვამს, რომ ზვიად დედვდარიანი მოძალადეა",- ასევე განაცხადა გაბუანიამ.

 

ადვოკატის თქმით, ისინი ხვალ მიმართავენ საგამოძებო ორგანოებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker