Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მხოლოდ ქალღმერთებისთვის ან კაცებისთვის

Category: Gender in the world 
2018-04-24

ჩინურმა კომპანიებმა აიღეს ვალდებულება შეწყვიტონ სექსისტური შინაარსის ვაკანსიების გამოქვეყნება ქვეყანაში.

 

„მსხვილი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Baidu და Alibaba, მასიურად იყენებენ სექსისტურ განცხადებებს და რეკლამებს სამუშაოზე კანდიდატების აყვანის დროს"- აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW).

 

99-გვერდიანი ანგარიშის მიხედვით, HRW-მა გაანალიზა 36,000 განცხადება ვაკანსიების შესახებ, რომელიც ჩინურმა კომპანიებმა ხუთი წლის განმავლობაში გამოაქვეყნეს. უმეტესი განცხადება მხოლოდ კაცებისთვის იყო განკუთვნილი, ზოგი კი მოითხოვდა, რომ კანდიდატ ქალებს გარკვეული სიმაღლე, წონა, გარეგნობა ან სხვა თვისებები ჰქონოდა, როც არაფერი აქვთ საერთო სამუშაო პოზიციებთან.

 

მაგალითად, კაცი თანამშრომლების მოზიდვის მიზნით, Alibaba-მ გამოაქვეყნა რეკლამა, რომელშიც აცხადებდა, რომ კომპანიაში მუშაობენ მხოლოდ "ლამაზი გოგოები" და "ქალღმერთები". რეკლამა ასევე შეიცავდა ქალ თანამშრომლების ფოტოსურათებს, რომლებიც მათ აღწერს არა მათი კვალიფიკაციისა ან მიღწევების მიხედვით, არამედ როგორც "ღამის სარგებელს"- აღნიშნავს Bloomberg- ი.

 

სკანდალის შემდეგ კომპანიების უმრავლესობამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ასეთი ტიპის რეკლამები აღარ გამოქვეყნდება. Tencent- ის და Baidu- ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ძალიან ნანობენ ასეთი რეკლამების გამო და ამოიღეს ისინი მოხმარებიდან.

 

ჩინეთის კანონმდებლობით ქვეყანაში აკრძალულია ისეთი ტიპის რეკლამები, რომლიბიც სქესის ნიშნით შეიძლება დისკრიმინაციის საფუძველი გახდეს. მიუხედავად ამისა, მთავრობა არა მხოლოდ არ არეგულირებს ამ პრობლემას,  არამედ 2017 წელს საჯარო სამსახურის ვაკანსიების  13% მიუთითებდა, რომ ამა თუ იმ პოზიციებზე სამსახურებს "მხოლოდ კაცები" სჭირდებოდათ ან "კაცებს უპირატესობა ჰქონდათ".

 

„ჩინეთის ხელისუფლება არ იყენებს კანონებს, რომელიც გრძალავს დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე“-  აცხადებს HRW-ის ჩინეთის ოფისის დირექტორი სოფი რიჩარდსონი და ამატებს, რომ "ქალი უფლებადამცველების დევნისა და დაპატიმრების ნაცვლად, ჩინეთის მთავრობამ უნდა დაიწყოს მათთან თანამშრომლობა შრომის ბაზარზე გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით".

 

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker