Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

Category: Announcements 
2018-06-13

14 ივნისი, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი,(ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #52;) ქალთა  საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრა დაიწყება 12 საათზე და გაგრძელდება 2 საათი.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანია, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების  ჩართულობით, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება გენდერულ ჭრილში. 

 

გამოვლენილი პრობლემები აისახება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში, რომელიც მომზადდება ქალთა საინფრომაციო ცენტრის ხელშეწყობით. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირები, გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

ქალთა  საინფორმაციო ცენტრი  მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის მიმართულებით. ორგანიზაციის წარმომადგენლები  საჭიროების შემთხვევაში ხელს უწყობენ მუნიციპალიტეტებს და ეხმარებიან  გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმასა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

 

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, რათა მაქსიმალურად მოხდეს არსებული პრობლემების გამოკვეთა და მუნიციაპლიტეტის საჭიროებაზე მორგებული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

 

შეხვედრა ორგანიზებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან თანამშრომლობით.

 

ღონისძიება ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.

 

ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ნათია კაპანაძე
ტელეფონი: +995 598180081

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker