Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ადამიანის განვითარების ექსპერტები: ქალების გარეშე პროგრესი არ მოხდება

Category: Gender in the world 
2018-09-17

გაერო-ს მონაცემებით, ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილს იკავებს. 0,757-ზემოთ ქულა მაღალ განვითარებაზე მიუთითებს, საქართველოს ინდექსი კი 0,780-ს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს განვითარების პროგრამის 2018 წლის ანგარიშში.

 

სიაში სულ 189 ქვეყანა და ტერიტორიაა შესული, რომლებიც შეფასებულია ოთხი პარამეტრით: შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, სახელმწიფოს მიღწევები ჯანდაცვასა და განათლებაში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.

 

 

რეიტინგის სათავეში ნორვეგია მოექცა, მას შვეიცარია და ავსტრალია მოსდევენ. ბოლო ხუთეული კი ასე გამოიყურება – ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი, ჩადი და ბურუნდი.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ადამიანური განვითარების რეიტინგში საქართველო რუსეთის შემდეგ (49) მოდის. აზერბაიჯანი - 80-ე, სომხეთი - 83-ე, უკრაინა -88-ე, უზბეკეთი - 105-ე, თურქმენეთი - 108-ე ადგილზე.

 

როგორც აღნიშნულია ანგარიშში, გენდერული უთანასწორობა ადამიანის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა.

 

"ჩვენ არ შეგვიძლია კაცობრიობის განვითარებაზე საუბარი, თუ არ გავითვალისწინებთ მსოფლიოს მოსახლეობის 50 პროცენტს", - განაცხადა ადამიანის განვითარების ანგარიშის წამყვანმა ექსპერტმა სელიმ ჯაჰანმა.

 

"გენდერული თანასწორობა და ქალების გაძლიერება აბსოლუტურად კრიტიკულია და ეს არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. "

 

კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც გოგონები განაგრძობენ განათლებას, მათ მეტი შესაძლებლობები აქვთ და უჩნდებათ ჯამრთელი, უკეთესად განათლებული ბავშვები, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეროვნულ განვითარებას.

 

ჯაჰანის განცხადებით, ქვეყნებმა პირველ რიგში უნდა გადაწყვიტონ ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა: ბავშვთა ქორწინება; პოლიტიკაში ქალების ნაკლებობა და ქალთა ქონებრივი მდგომარეობა.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker