Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პირველად ლიბანის ისტორიაში შს მინისტრი ქალი გახდა

Category: Gender policy 
2019-02-18

პირველად ლიბანსა და საერთოდ არაბულ სამყაროში, შინაგან საქმეთა მინისტრი ქალი გახდა. რაია ალ ჰასანი ერთ-ერთია იმ ოთხ  ქალ მინისტრთაგან, რომლებიც ლიბანის მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

"ეს ყველა ქალისთვის და საერთოდ ყველასთვის საამაყოა, ვისაც ქალის ძალის სწამს", - განაცხადა რაია ალ ჰასანიმ.

 

"მსოფლიოში ბევრი შს მინისტრი ქალია, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ეფექტური მმართველობა შეუძლიათ. მაგრამ ლიბანისა და არაბული სამყაროსთვის ეს ახალი ფენომენია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამიერიდან ხშირად მოხდება და არ დარჩება უნიკალური", - განაცხადა რაია ალ ჰასამინ. 

 

2009-2011 წლებში ჰასანი ფინანსთა მინისტრი იყო.

 

9–თვიანი კრიზისის შემდეგ ლიბანის პრემიერ–მინისტრმა, საად ჰარირიმ მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება შეძლო.
ლიბანის ახალ 30 წევრიან  მთავრობის კაბინეტში კიდევ სამი ქალი მინისტრი შევიდა, რაც ასევე ისტორიული მოვლენაა.

 

ნადა ბუსტანი ხურიმ ენერგეტიკის მინისტრის პორთფელი მიიღო, მეი ჩიდიაკი სახელმწიფო მინისტრი ადმინისტრაციული განვითარების საკითხებში გახდა, ხოლო ვიოლეტ ჰაირალა საფადიმ ქალთა საკითხების სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაიკავა.

 

"მე ვამაყობ ლიბანელი ქალებით, ვამაყობ ოთხი ქალი მინისტრით, ვამაყობ არაბულ სამყაროში პირველი ქალი შინაგან საქმეთა მინისტრით, ვამაყობ ლიბანით", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ჰარირიმ ახალი მთავრობის შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker