Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საქართველოს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები თემების საერთო საჭიროებები და პრიორიტეტები

Category: Gender in Caucasus 
2019-10-10

2019 წლის 9-10 ოქტომბერს, „გარდენია შევარდნაძე" და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრი მართავს ტრენინგს: „ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისა და წაღვლის თემის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის ერთობრივი მუშაობის ხელშესაწყობად“.

 

 

ტრენინგზე განხილული იქნება წაღვლის თემის საზღვრისპირა სოფლების- ჩორჩანასა და წაღვლის მოსახლეობის საჭიროებათა კვლევის პირველადი შედეგები, გამოვლენილი მთავარი მიგნებები და საჭიროებები. საზოგადოების საჭიროებების კვლევა განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრისა მიერ შემუშავებული  კითხვარის მეშვეობით.  მიღებული ინფორმაცია გაანალიზდა და გამოიკვეთა საერთო პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც გამყოფი ხაზის  მიმდებარედ ორივე სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას გააჩნია.

 

ტრენინგის მონაწილეები ჩორჩანასა და წაღვლიდან, ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან თანამშრომლობით შეიმუშავებენ კვლევის პროცესში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირების გეგმას, გაეცნობიან სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სახელმწიფო პროგრამებს და გაიზიარებენ  ,,გარდენია შევარდნაძის’’ ხელმძღვანელის გამოცდილებას, წარმატებული ბიზნესის მართვაში.

 

სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარებისა და მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი-  ნინო ფირცხალავა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმონადგენელი- ნინო ტოგონიძე და ,,გარდენია შევარდნაძის’’ ხელმღვანელი ზურაბ შევარდნაძე.

 

პროექტის შესახებ:

 

პროექტი ,,ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალების მონაწილეობა კარგი მმათველობისთვის ‘’ ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით.

 

პროექტი მიზნად ისახავს ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების ქალთა და მათი ოჯახების საჭიროებების ადვოკატირებას, მათი მობილიზაციის, შესაძლებლობების გაძლიერებისა და მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

 

 

 

 

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker