Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სუდანში გააუქმეს კანონები, რომლიბიც ქალებისთვის მკაცრ შეზღუდვებს აწესებდა

Category: Gender in the world 
2019-11-29

სუდანის გარდამავალმა ხელისუფლებამ გააუქმა კანონი საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ, რომელიც არეგულირებდა ქალთა ქცევას ექს-პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის დროს. როგორც  Reuters-ი იუწყება, ამის შესახებ  ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ნასრედინ აბდელბარიმ განაცხადა.

 

მთავრობამ ეს ნაბიჯი  საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნების საპასუხოდ გადადგა, რომელშიც აქტიური მონაწილეობა ქალებმა მიიღეს.

 

გაუქმდა, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები „ამორალური ქმედებების“ შესახებ, რომლებიც ქალებს ავალდებულებდა, ჩაეცვათ ისლამური და კულტურული სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის - ეტარებინათ თავსაბურავი. კოდექსის მიხედვით, ქალებისთვის დაწესებული იყო გადაადგილების, მუშაობისა და განათლების მიღების შეზღუდვები.

 

სუდანში ქალების გამათრახება დასჯის საკმაოდ გავრცელებული მეთოდი იყო. ფიზიკურ დასჯას შარიათის კანონები ითვალისწინებდა და ეს წესები სუდანის სასამართლო სისტემაში 1983 წელს შეიტანეს. ქალის გამათრახების მიზეზი კი, შესაძლოა, შარვალის ტარება ან მამაკაცთან ერთად გაისეირნებაც ყოფილიყო.

 

სუდანში ქალები ფართომასშტაბიან დისკრიმინაციას აწყდებიან. ისლამური კანონები კრძალავს თანაბარ უფლებებს ქალებისთვის ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ქორწინება, მემკვიდრეობა და განქორწინება. ტრადიციული და რელიგიური კანონებით, ქალებს ეზღუდებათ ქონების უფლება. მრუშობაში ბრალდებული ქალები, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ. მამაკაცი მეურვის გარეშე ქალებს არ აქვთ უფლება იმოგზაურონ ან აიღონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. აღნიშნული აკრძალვა მიმართულია ჟურნალისტებისა და ქალი აქტივისტების წინააღმდეგ. სუდანმა ვერ შეძლო შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა ადამიანებით ვაჭრობისა და ქალთა და გოგონათა სექსტრეფიკინგის შემცირებისთვის. მუსლიმ ქალს ასევე, აკრძალული აქვს კანონიერად გაჰყვეს ცოლად არამუსლიმ კაცს.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11 აპრილს სუდანში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომლის მიზანი პრეზიდენტის, ომა ალ-ბაშირის ჩამოგდება იყო. ძალაუფლება ხელში სამხედრო საბჭომ აიღო.

 

პრეზიდენტის ჩამოგდებას ხანგრძლივი საპროტესტო აქციები უძღოდა წინ. მოქალაქეები თავდაპირველად პურის გაძვირებას აპროტესტებდნენ, შემდეგ კი პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის გადადგომა მოითხოვეს. აქციების დარბევას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, რასაც მოჰყვა კიდეც ალ-ბაშირის ჩამოგდება.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker