Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

Category: Gender policy 
2019-12-16

დიდ ბრიტანეთში, თემთა პალატაში უფრო მეტი ქალი დეპუტატი აირჩიეს, ვიდრე ოდესმე. ახლადარჩეულ პარლამენტში  650 დეპუტატიდან 220 ქალია (34%).  ამის შესახებ იტყობინება Thomson Reuters Foundation-ი.

 

პარლამენტში ყველაზე მეტი კონსერვატიული პარტიიდან - 86 ქალი - დეპუტატი შევიდა. ლეობორისტული პარტიის დეპუტატებთა 50% -ზე მეტს ასევე ქალები შეადგენენ.

 

შეგახსენებთ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში სულ 208 ქალი- დეპუტატი იყო.

 

თემთა პალატის ბიბლიოთეკის შეფასებით, 2019 წლის არჩევნებში სულ 1,123-მა ქალმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა.

 

12 დეკემბერს ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ბორის ჯონსონის ლიდერობით კონსერვატორულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მომავალ პარლამენტში 650-დან 364 ადგილს დაიკავებს.

 

წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით კონსერვატორებმა 47-ით მეტი მანდატი მოიპოვეს რაც მათ საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებს. მსგავსი უმრავლესობით გამარჯვებისთვის კონსერვატორებს 1935 წლის შემდეგ არ მიუღწევიათ. მეორე ადგილზე გასულმა ლეიბორისტულმა პარტიამ 59 ადგილი დაკარგა.

 

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ (SNP) შოტლანდიის 59 მანდატიდან 55 მოიპოვა, რაც უპრეცედენტო მიღწევაა პარტიისთვის. ამ შედეგების შემდეგ კვლავ გააქტიურდა საუბრები შოტლანდიის დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმის შესახებ, ვინაიდან შოტლანდიამ ბრექსიტის რეფერენდუმში ცალსახად ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker