Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

„ანგელოზები ჯოჯოხეთში“: Victoria’s Secret-ი სექსუალური შევიწროების სკანდალში ეხვევა

Category: Gender based violence 
2020-02-04

გამოცემა The New York Times-მა საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია „ანგელოზები ჯოჯოხეთში: მიზოგინიის კულტურა Victoria's Secret-ში“ (‘Angels’ in Hell: The Culture of Misogyny Inside Victoria’s Secret) მიზოგინიის, შევიწროვებისა და არასწორი დამოკიდებულების შესახებ, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში განიცდიდნენ Victoria's Secret-ის მოდელები და თანამშრომლები მენეჯერულ თანამდებობებზე მყოფი მამაკაცების მხრიდან.

 

 

ძირითადი პრეტენზიები ყოფილ პრეზიდენტს და მთავარ მარკეტოლოგს, 71 წლის ედ რაზეკს ეხება. კომპანიის 30 თანამშრომლის გამოკითხვით გაირკვა, რომ ის მუდმივად ამცირებდა მოდელებს და ხშირად სექსუალურად ავიწროებდა. გოგონები, რომლებიც ასეთ დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ მალე სამსახურის გარეშე რჩებოდნენ.

 

 

 

ედ რეზეკმა კომპანია გასული წლის ზაფხულში დატოვა. სწორედ მან მოიფიქრა ბრენდის ყოველწლიური შოუ, რომელიც საკულტო წარმოდგენად იქცა.

 

მოდელი ენდი მუიზი ერთ–ერთია, ვინც აღიარა, რომ რაზეკის მსხვერპლი გახდა. გოგონა ამტკიცებს, რომ ტოპ მენეჯერი ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევას იყენებდა და სექსუალურად ავიწროებდა, სექსზე უარის შემდეგ კი ბრენდის ახალ ჩვენებებზე მოდელად აღარ იწვევდა.

 

 

 

როგორც მოსალოდნელი იყო, Victoria’s Secret–ის ექს პრეზიდენტმა ბრალდებები უარყო.

 

 

„ამ რეპორტაჟში მოყვანილი ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს, არასწორად არის ინტერპრეტირებული ან კონტექსტიდან ამოგლეჯილი. სიამოვნებით ვთანამშრომლობდი მსოფლიო კლასის უამრავ მოდელთან და ვამაყობ ჩვენს შორის არსებული ურთიერთპატივისცემით“ – ასეთი წერილი გაუგზავნა ედმა გამოცემას ელექტრონული ფოსტით.

 

კომპანიის იმიჯი შარშან დაზიანდა, როცა აღმოჩნდა, რომ Victoria’s Secret–ის ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი მოდელებს თავის კასტინგზე ეპატიჟებოდა და სულ მცირე ორჯერ, ასეთი წვეულებები გაუპატიურებით დასრულდა. 2019 წლის ივნისში ეპშტეინი დააპატიმრეს არასრულწლოვნების სექსუალურ მონობაში გაყიდვის ბრალდებით. მალე ფინანსისტი ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

გამოცემის თანახმად, მოდელებმა შევიწროებაში ასევე Victoria's Secret- ის ფოტოგრაფი, რასელ ჯეიმსი დაადანაშაულეს, რომელიც მათ სრულიად შიშველი ფოტოების გადაღებას სთავაზობდა.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker