Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ესპანეთში, სექსუალური კავშირი თანხმობის გარეშე, გაუპატიურებად ჩაითვლება

Category: Gender based violence 
2020-03-05

ესპანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს სექსუალური ძალადობის შესახებ, რომლის თანახმად სექსუალური კავშირი თანხმობის გარეშე, გაუპატიურებად ჩაითვლება.

 

კანონპროექტი, რომელიც ესპანეთის პარლამენტში თვეების განმავლობაში განიხილებოდა, ასევე მიზნად ისახავს სპეციალიზირებული სასამართლოებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მკურნალობის ცენტრების შექმნას.
კანონის თანახმად სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ორ წლამდე პატიმრობით დაისჯება.

 

თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის გამო დამნაშავეებს 10-დან-15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ,  უფრო მკაცრად დაისჯებიან ქმრები და დაზარალებულების ყოფილი პარტნიორები.

 

ახალ კანონს ეწოდება ”მხოლოდ დიახ ნიშნავს დიახს” და ის ასახავს სტამბოლის კონვენციის დებულებას, რომლის  მიხედვით, პირმა ვერბალურად ან ფიზიკურად ღია თანხმობა უნდა გამოხატოს სექსუალური კავშირის მიმართ.

 

ევროპის ქვეყნების უმეტესობას ჯერაც არ აქვს მიღებული მსგავსი კანონი. Amnesty International-ის თანახმად, კანონები, რომლებშიც თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებად ითვლება, ევროკავშირის 31 ქვეყნიდან 9 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, გერმანიასა და კვიპროსში. ამჟამად, გაუპატიურების განმარტების გადახედვას დანიის კანონმდებლობაშიც აპირებენ.

 

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ის ქმედება, რომელიც ჩადენილია ძალადობითა და ძალადობის მუქარით, მაშინ, როცა უფლებადამცველების თქმით, საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის სტამბოლის კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2017 წელს მოახდინა, სახელმწიფოებს აძლევს რეკომენდაციას, რომ გაუპატიურებად უნდა ჩაითვალოს სექსუალური კავშირი თანხმობის გარეშე, ჩადენილი ძალადობისა და მუქარის გარეშე.

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker