Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ერთი დღე ქალების გარეშე - მექსიკაში 500 000 ქალმა გაფიცვა მოაწყო და სამუშაოზე არ გავიდა

Category: Gender based violence 
2020-03-11

მექსიკაში გახშირებული ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობების ფაქტები გააპროტესტეს. ამ დღეს აქტივისტებმა ქალებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.

 

 

„არც ერთი ქალი სკოლასა და ოფისში, არც ერთი ქალი რესტორანსა და მაღაზიაში, არც ერთი ქალი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მანქანებსა და გზებზე – ქვეყანა ერთი დღით ქალების გარეშე!“ – ასეთი მოწოდებით გამოვიდნენ აქციის ორგანიზატორები, მექსიკელი ფემინისტური მოძრაობის Las Brujas del Mar-ის (ზღვის ჯადოქრები) წევრები.

 

სხვადასხვა სოციალური კლასების, ეთნოსების, პოლიტიკური ძალებისა და მოძრაობების მხარდაჭერამ გააჩინა იმედი, რომ ეს პროტესტი იქნება არა ტრაფარეტული, არამედ ნამდვილი წყალგამყოფი მექსიკელი ქალების ცხოვრებაში.

 

გამოცემა El Universal- ის თანახმად, დაახლოებით 500 ათასმა ქალმა უარი თქვა სამუშაოზე, უნივერსიტეტებში და სკოლებში მოსვლაზე, ასევე უარი ითქვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე. მექსიკის სენატში დასაქმებული ქალების 42% და დეპუტატთა პალატის 3800 თანამშრომელმა ქალმა უარი თქვა სამუშა ადგილას მისვლაზე.

 

 

 

 

 

 

 

აქციის წინა დღეს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  მექსიკაში, მრავალათასიანი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც მომიტინგეებსა და პოლიციის შორის შეტაკებები მოხდა.

 

პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განაცხადა, რომ აქციის მიზანი იყო სისტემის დასჯა: ”ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა  ძალადობა, რომელსაც ქალები განიცდიან ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში.”

 

საიტ statista.com-ის ინფორმაციით, გასულ წელს მექსიკაში ფემიციდის 976 შემთხვევა აღინიშნა.
 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker