Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

COVID -19-ის მსუბუქი სიმპტომების პაციენტებს შინ უმკურნალებენ

Category: Events 
2020-04-02

კორონავირუსით COVID -19 ინფიცირებული მსუბუქი სიმპტომების პაციენტები მკურნალობას ოჯახის ექიმის ზედამხედველობის ქვეშ შინ გაივლიან. ჰოსპიტალში მათ მდგომარეობის გართულების შემთხვევაში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი სიტყვებით, იანვარში ჩინელი ექიმებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პაციენტთა 80%-ს შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშავეს გეგმა რომლის თანახმადაც მსუბუქი პაცინტების მოვლა ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით განხორციელდეს.

 

„თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი ნაკრების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ძირითადი სქემა რითაც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციისა და კოორდინაციის შემდეგ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

თუმცა, მას არ დაიკონკრეტებია, როდიდან აპირებს ჯანდაცვის სისტემა ამ სქემით მოქმედებას.

 

2 აპრილის 14:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker